ნამდვილად იდეალისტი უნდა იყო და ბლუზით ცხოვრობდე, რომ ასეთი ამბიციური პროექტი წამოიწყო, თანაც საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთ პროვინციაში. იდეის ავტორებმა ვიქტორ კერვალიშვილმა და ნატალია კალანდაძემ სწორედ შეარჩიეს ადგილი ტყის მასივში, ნაკრძლის მიმდებარედ და ბლუზვილიჯი მოაწყვეს. შემდეგ შეკრეს პროფესიონალ არტმენეჯერთა გუნდი ჩიკაგოს ბლუზდივა შერონ ლუისსა და მოსკოვის ბლუზის მეფე გია ძაგნიძესთან ერთად. ეფექტიანი გუნდური მუშაობით მეოთხე წლის პროგრამაც მზადაა. ფესტივალი უკვე მაღალი რეპუტაციითა და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ბლუზის სამყაროში. ფესტივალი ემსახურება ბლუზის, როგორც ამერიკული სუბკულტურისა და მაღალი ხარისხის მუსიკალური ჟანრის პოპულარიზაციას,მსმენელთა აუდიტორიის გაფართოვებასა და ახალი თაობის ბლუზმენების აღზრდას საქართველოში, ასევე ტურისტული პოტენციალის გაზრდას რეგიონში.